სარჩევი
დანართი №2

№415 · სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ

დანართი №2 · აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება ფიზიკური პირისათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება

     დანართი №2

აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება ფიზიკური პირისათვის

მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება

1. საქმიანობები, რომლებიც საჭიროებენ ლიცენზირებას ან ნებართვას, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 261 პუნქტით გათვალისწინებული („საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა“) საქმიანობისა.

2. საქმიანობები, რომლებიდანაც მიღებულმა შემოსავლებმა კალენდარული წლის განმავლობაში შესაძლოა გადააჭარბოს 30 000 ლარს.

3. სავალუტო ოპერაციების განხორციელება.

4. სამედიცინო (გარდა სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სოფლის ექიმისა და ექთნის/ფერშლის მიერ გაწეული სამედიცინო საქმიანობისა), არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა.

5. სათამაშო ბიზნესი.

6. ვაჭრობა.

შენიშვნა: აღნიშნული დანართის მე-6 პუნქტი არ ეხება იმ შემთხვევას, როდესაც ხორციელდება შესყიდული საქონლის გადამუშავება და მიწოდება.

ამ მუხლს მიუთითებს

№999 · სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ

№999, მუხლი 2

№415 · სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ

№415, მუხლი 1

ცვლილებების ისტორია 5
  1. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 თებერვლის დადგენილება №74 - ვებგვერდი, 23.02.2011წ.
  2. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 ივლისის დადგენილება №368 - ვებგვერდი, 13.07.2018წ.
  3. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 6 ივნისის დადგენილება №268 - ვებგვერდი, 10.06.2019წ.
  4. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 11 მარტის დადგენილება №98 – ვებგვერდი, 12.03.2021წ.
  5. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 თებერვლის დადგენილება №74 - ვებგვერდი, 23.02.2011წ.