სარჩევი
მუხლი 4

№999 · სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ · ინსტრუქცია

მუხლი 4. მიკრო ბიზნესის დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრა და დაბეგვრის წესი

1. საანგარიშო წლის განმავლობაში მიკრო ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:

ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ ერთობლივ შემოსავალს, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;

ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ „ სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №3-ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავალს;

გ) სხვა შემოსავლებისაგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა.

2. მიკრო ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას (საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება), შედგება:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ეკონომიკური საქმიანობით მიღებული ერთობლივი შემოსავლებისაგან, რომელიც კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 30 000 ლარს, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა (იხ.: მე-2 მუხლის მაგალითი 1);

ბ) „ სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ით განსაზღვრული საქმიანობის სახეებიდან მიღებული შემოსავლებისგან, რომლებზეც 30 000-ლარიანი ზღვარი არ ვრცელდება. (იხ.: მე-2 მუხლის მაგალითი 2).

3. მიკრო ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც არ ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას:

ა) გაიანგარიშება საქრთველოს საგადასახდო კოდექსის მე-80 მუხლის მიხედვით ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლების გათვალისწინებით;

ბ) იბეგრება ჩვეულებრივი წესით, როგორც დაიბეგრებოდა მიკრო ბიზნესის სტატუსის არა რსებობის შემთხვევაში. (იხ: მე-2 მუხლის მაგალითი 3)

ცვლილებების ისტორია 3
  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 აპრილის ბრძანება №207 - ვებგვერდი, 12.04.2011წ.
  2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №54 - ვებგვერდი, 21.02.2012წ.
  3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 მარტის ბრძანება №88 - ვებგვერდი, 21.03.2012წ.