სარჩევი
მუხლი 6

№999 · სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ · ინსტრუქცია

მუხლი 6. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის ვალდებულებები

1. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი უფლებამოსილია მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში რეალიზებულ საქონელზე ან გაწეულ მომსახურებაზე გამოწეროს პირველადი საგადასახადო დოკუმენტი.

2. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გამოწერისას, ვალდებულია დოკუმენტში მიუთითოს მისი სტატუსი და სტატუსის სერტიფიკატის ნომერი.

3. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი ვალდებულია მისთვის ან მის მიერ გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი შეინახოს დადგენილი წესით.

4. მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი ვალდებულია უზრუნველყოს 3 წლის ვადით საგადასახადო დოკუმენტების შენახვა. ეს ვადა აითვლება იმ საგადასახადო პერიოდის კალენდარული წლის დასრულებიდან, რომლის საგადასახადო ვალდებულების დადგენისთვისაც იგი არის აუცილებელი.

ცვლილებების ისტორია 1
  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 5 თებერვლის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 06.02.2026წ.