სარჩევი
მუხლი 8

№999 · სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ · ინსტრუქცია

მუხლი 8. მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმება

1. მიმდინარე საგადასახადო წელს მიკრო ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ:

ა) ფიზიკურმა პირმა მიმართა საგადასახადო ორგანოს წერილობითი განცხადებით (ამ ინსტრუქციის დანართი №1) მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების ან მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით;

ბ) საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის სასაქონლო მატერიალური მარაგების ნაშთი აღემატება 45 000 ლარს.

გ) ფიზიკურმა პირმა განახორციელა მიკრო ბიზნესისთვის აკრძალული საქმიანობა;

დ) ფიზიკური პირს ჰყავს დაქირავებული (აღნიშნულის მიზნებისათვის დაქირავებულად არ შეიძლება მიჩნეულ იქნენ ოჯახის წევრები);

ე) ფიზიკურ პირს წარმოეშვა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციაზე დადგომის ვალდებულება;

ვ) მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში ჯამური ერთობლივი შემოსავალი გადააჭარბებს 30 000 ლარს (აღნიშნული არ ეხება ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საქმიანობის სახეების მიხედვით მიღებულ შემოსავალს ან განსაზღვრული შემოსავლის სახეებს, რომელიც არ გაითვალისწინება აღნიშნული ზღვრის გაანგარიშებისას).

ზ) ფიზიკური პირი გარდაიცვალა.

2. თუ მიმდინარე საგადასახადო წელს მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის ჯამური ერთობლივი შემოსავალი:

ა) გადააჭარბებს 30 000 ლარს (აღნიშნული არ ეხება ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საქმიანობის სახეების მიხედვით მიღებულ შემოსავალს ან განსაზღვრული შემოსავლის სახეებს, რომელიც არ გაითვალისწინება აღნიშნული ზღვრის გაანგარიშებისას) ან იგი დაიწყებს დაქირავებული პირის შრომის გამოყენებას და ამ მომენტის დადგომიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს მიმართავს მცირე ბიზნესის სტატუსის მიღების მიზნით, ფიზიკურ პირს გაუუქმდება მიკრობიზნესის სტატუსი და მიენიჭება მცირე ბიზნესის სტატუსი გადაჭარბების დღიდან ან დაქირავებული პირის შრომის გამოყენების დაწყების დღიდან და მის მიერ მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე პერიოდში მიღებული შემოსავალი დაექვემდებარება დაბეგვრას მიკრობიზნესისთვის დადგენილი წესის შესაბამისად;

ბ) გადააჭარბებს 30 000 ლარს (აღნიშნული არ ეხება ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საქმიანობის სახეების მიხედვით მიღებულ შემოსავალს ან განსაზღვრული შემოსავლის სახეებს, რომელიც არ გაითვალისწინება აღნიშნული ზღვრის გაანგარიშებისას) ან იგი დაიწყებს დაქირავებული პირის შრომის გამოყენებას და ამ მომენტის დადგომიდან 15 დღის ვადის გასვლის შემდეგ საგადასახადო ორგანოს მიმართავს მცირე ბიზნესის სტატუსის მიღების მიზნით, ფიზიკურ პირს მიენიჭება მცირე ბიზნესის სტატუსი მიმართვის დღიდან და მის მიერ მიმდინარე წლის დასაწყისიდან მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე პერიოდში მიღებული შემოსავალი დაექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საერთო წესით;

გ) არ გადააჭარბებს 30 000 ლარს (აღნიშნული არ ეხება ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საქმიანობის სახეების მიხედვით მიღებულ შემოსავალს ან განსაზღვრული შემოსავლის სახეებს, რომელიც არ გაითვალისწინება აღნიშნული ზღვრის გაანგარიშებისას) და საგადასახადო ორგანოს მიმართავს მცირე ბიზნესის სტატუსის მიღების მიზნით, ფიზიკურ პირს მიენიჭება მცირე ბიზნესის სტატუსი მიმართვის დღიდან და მის მიერ მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე პერიოდში მიღებული შემოსავალი დაექვემდებარება დაბეგვრას მიკრობიზნესისთვის დადგენილი წესის შესაბამისად.

3. მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი ვალდებულია მიკრობიზნესისთვის აკრძალული საქმიანობის განხორციელებამდე მიმართოს საგადასახადო ორგანოს მიკრობიზნესის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით.

4. თუ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი განახორციელებს მიკრო ბიზნესისთვის აკრძალულ საქმიანობას, საგადასახადო ორგანო უუქმებს მას მიკრო ბიზნესის სტატუსს და ფიზიკური პირი გამოდის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან. ამასთან, აღნიშნული იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

5. საგადასახადო ორგანოს მიერ ფიზიკური პირისათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში გადამხდელს ეგზავნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

6. მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატი ექვემდებარება დაბრუნებას.

ამ მუხლს მიუთითებს

№999 · სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ

№999, მუხლი 5№999, მუხლი 5№999, მუხლი 12

ცვლილებების ისტორია 2
  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №54 - ვებგვერდი, 21.02.2012წ.
  2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 5 თებერვლის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 06.02.2026წ.