სარჩევი
მუხლი 10

№999 · სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ · ინსტრუქცია

მუხლი 10. მიკრო ბიზნესის საგადასახადო კონტროლი

1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირის შემოსავლები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდებით – აქტივების სიდიდის, სხვა ამგვარი გადამხდელის შესახებ ინფორმაციის ანალიზის და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე.

2. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიმართ შეიძლება განხორციელდეს მიმდინარე საგადასახადო კონტროლის შემდეგი ღონისძიებები:

ა) საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვა;

ბ) დათვალიერება;

გ) შესაბამის შემთხვევებში, საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვა;

დ) ქრონომეტრაჟი;

ე) ინვენტარიზაცია.

3. მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირის მიმართ არ გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი - მე-4 ნაწილებით დადგენილი სანქციები.

ცვლილებების ისტორია 1
  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №54 - ვებგვერდი, 21.02.2012წ.