მუხლი 62. გადასახადის გადახდის ვადა
1. გადასახადის, აგრეთვე გადასახადის მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვადა დგინდება თითოეული გადასახადის მიხედვით.
2. თუ ამ კოდექსით განსაზღვრული არ არის გადასახადის გადახდის ვადა, მისი გადახდა ხორციელდება დეკლარაციის წარდგენისათვის დადგენილ ვადაში, ხოლო სხვა შემთხვევაში – საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში.
3. საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე იმპორტის გადასახდელი გადაიხდება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად იმპორტის გადასახადის გადახდისათვის დადგენილ ვადაში.