სარჩევი
მუხლი 1¹

№633 · ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ · ინსტრუქცია

მუხლი 1¹. შემოსავლის ბენეფიციური მფლობელი

1. საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის მიზნისთვის შემოსავლების ბენეფიციური მფლობელის ცნება განისაზღვრება ამ მუხლის შესაბამისად.

2. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება დივიდენდზე, პროცენტსა და როიალტზე და გამოიყენება იმ ნაწილში, რომლითაც იგი შეესაბამება კონკრეტული საერთაშორისო შეთანხმების დებულებებს.

3. პირის შემოსავლის ბენეფიციურ მფლობელად მიჩნევა უნდა მოხდეს საერთაშორისო შეთანხმების არსის, შემოსავლებსა ან/და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის მიზნების გათვალისწინებით.

4. შემოსავლის მიმღები წარმოადგენს ამ შემოსავლის ბენეფიციურ მფლობელს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გააჩნია სრული უფლებები შესაბამისი შემოსავლის გამოყენებასთან, სარგებლობასა და განკარგვასთან დაკავშირებით და იგი არ იზღუდება ისეთი სახელშეკრულებო ან კანონისმიერი ვალდებულებით, რომელიც გულისხმობს მიღებული შემოსავლის სხვა პირისათვის გადაცემას.

5. საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათები ვრცელდება შემოსავლის მხოლოდ იმ მიმღებზე, რომელიც წარმოადგენს შესაბამისი შემოსავლის ბენეფიციურ მფლობელს.

6. შემოსავლის ბენეფიციურ მფლობელად არ განიხილება პირი, რომელიც მოქმედებს როგორც აგენტი, წარმომადგენელი, შემოსავლების ნომინალური მფლობელი/ მიმღები ან/და შუამავალი, მიუხედავად იმისა, რომ იგი შეიძლება იყოს შესაბამისი შემოსავლის პირდაპირი მიმღები ან ფორმალური მფლობელი.

7. საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათები არ გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლის ბენეფიციური მფლობელი წარმოადგენს არა რომელიმე ხელშემკვრელი სახელმწიფოს, არამედ მესამე სახელმწიფოს რეზიდენტს.

8. მიუხედავად ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილებისა, შემოსავლის მიმღებს შესაძლებელია უარი ეთქვას საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობაზე, თუ კონკრეტული ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით, იკვეთება, რომ შესაბამისი გარიგების ან შეთანხმების დადების მთავარ მიზანს წარმოადგენს გადასახადებისაგან თავის არიდება.

ცვლილებების ისტორია 1

ძიება და ცვლილებების ისტორია ხელმისაწვდომია რეგისტრირებული მომხმარებლისთვის. რეგისტრაცია უფასოა.

რეგისტრაცია ან შესვლა

დაუსვით კითხვა Elite Audit-ს

ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 1¹ · პუბლიკაცია 6

კითხვის გაგზავნა უფასოა. პასუხის ან კონსულტაციის საფასური — შეთანხმებით, მინიმუმ 200 ლარიდან. კითხვას Elite Audit აღრიცხავს და განიხილავს.

დაუსვით კითხვა
გამოითვალე გადასახდელი თანხა