სარჩევი
მუხლი 5

№633 · ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ · ინსტრუქცია

მუხლი 5. რეზიდენტობის ცნობის მოთხოვნა და რეზიდენტობის ცნობის გაცემა

1. საქართველოს რეზიდენტობის ცნობის მისაღებად საქართველოს რეზიდენტი ელექტრონული ფორმით მიმართავს საგადასახადო ორგანოს. მიმართვაში აუცილებლად მიეთითება რეზიდენტის სახელი, გვარი/სახელწოდება (ქართულად და ინგლისურად), სრული მისამართი (ქართულად და ინგლისურად), საქართველოს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი.

2. საგადასახადო ორგანო რეზიდენტობის ცნობის მოთხოვნის საფუძველზე ელექტრონულად გასცემს „რეზიდენტობის ცნობას“, დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.

3. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს რეზიდენტი საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის მიზნით წარადგენს იმ სახელმწიფოში არსებულ რეზიდენტობის დამადასტურებელ ფორმას (ნოტარიულად დამოწმებულ თარგმანს ქართულ ენაზე), სადაც მან მიიღო შემოსავალი და ითხოვს რეზიდენტობის დადასტურებას, საგადასახადო ორგანო ვალდებულია წარმოდგენილ ფორმაში შესაბამისი ველის არსებობის შემთხვევაში, ხელმოწერით და ოფიციალური ბეჭდით დაადასტუროს მისი საქართველოს რეზიდენტობა.

ცვლილებების ისტორია 1

ძიება და ცვლილებების ისტორია ხელმისაწვდომია რეგისტრირებული მომხმარებლისთვის. რეგისტრაცია უფასოა.

რეგისტრაცია ან შესვლა

დაუსვით კითხვა Elite Audit-ს

ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 5 · პუბლიკაცია 6

კითხვის გაგზავნა უფასოა. პასუხის ან კონსულტაციის საფასური — შეთანხმებით, მინიმუმ 200 ლარიდან. კითხვას Elite Audit აღრიცხავს და განიხილავს.

დაუსვით კითხვა
გამოითვალე გადასახდელი თანხა