№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია
მუხლი 109. ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლის პირობები
1. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირის ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლა ხორციელდება ამ პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის განცხადებით (დანართი №VII-01) მიმართვის საფუძველზე.
2. ფიზიკური პირი, რომელიც არ იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე, მისი საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანისა და ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლის მიზნით შესაბამისი განცხადებებით (დანართი №I-01 და დანართი №VII-01) მიმართავს საგადასახადო ორგანოს.
3. თუ ფიზიკური პირი აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1651 მუხლის პირველინაწილით დადგენილ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების პირობებს, მას შეუძლია მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებისა და ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლის მოთხოვნით. აღნიშნულ შემთხვევაში, მიუხედავად ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლისა, პირი ვალდებულია შეასრულოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
4. საგადასახადო ორგანო ფიზიკური პირის მიერ წარდგენილ განცხადებას განიხილავს 3 სამუშაო დღის ვადაში და ამავე ვადაში აცნობებს გადასახადის გადამხდელს განცხადების დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო გასცემს დანართი №VII-02-ით დადგენილი ფორმის შესაბამის სერტიფიკატს.
5. ფიზიკურ პირს ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლაზე უარი ეთქმება, თუ:
ა) არ აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციის 108-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
ბ) განცხადება არასრულყოფილად არის შევსებული.
ცვლილებების ისტორია 2
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №435 – ვებგვერდი, 12.08.2011 წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 9 სექტემბრის ბრძანება №228 - ვებგვერდი, 10.09.2021წ.