სარჩევი
№996 · მუხლი 111³ · სხვაობა

მუხლი 111³. წაშლილია: ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მინიჭებადამატებულია: (ამოღებულია)

სხვაობა · ამოღებულია

მთლიანი ტექსტის ჩვენება

წაშლილია — გადახაზული ტექსტი · დამატებულია — ხაზგასმული ტექსტი
ბრჭყალებისა და ჰარების ცვლილება არ ინიშნება; დეფისისა და ტირეს ფორმებიც გათანაბრებულია.

სიტყვების შედარება წყაროს ორ რედაქციას შორის; შენიშვნების სიის ცვლილება ცალკე ნორმატიულ ცვლილებად არ ითვლება.

წაშლილია: 1. პირი, რომელიც საქართველოში ბაზრობის (ვაჭრობის) ორგანიზებას (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ბაზრობის ორგანიზებისა) ეწევა, ვალდებულია საგადასახადო ორგანოს მიმართოს ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულ პირს მინიჭებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 26-ე მუხლით გათვალისწინებული სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსი.

წაშლილია: 2. ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით დაინტერესებული პირი განცხადებით (დანართი №VIIწაშლილია: 3წაშლილია: -01) მიმართავს საგადასახადო ორგანოს.

წაშლილია: 3. განცხადებას უნდა ერთვოდეს პირის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ბაზრობის ტერიტორიის საკუთრების უფლების დამადასტურებელი საჯარო რეესტრის ამონაწერი ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

წაშლილია: 4. საგადასახადო ორგანო:

წაშლილია: ა) განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციას ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მინიჭების თაობაზე;

წაშლილია: ბ) განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის და ხარვეზების შესახებ აცნობებს განმცხადებელს და განუსაზღვრავს ვადას მის შესავსებად. ასეთ შემთხვევაში, განცხადების განხილვის 10-დღიანი ვადის დენა შეჩერებულად ითვლება პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრამდე.

წაშლილია: გ) განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში პირს ანიჭებს ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსს და გასცემს შესაბამის სერტიფიკატს (დანართი №VIIწაშლილია: 3წაშლილია: -02).

წაშლილია: 5. საგადასახადო კონტროლის ღონისძიებათა შედეგად იმ პირის გამოვლენისას, რომელიც საქართველოში ბაზრობის ორგანიზებას ეწევა, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღნიშნულ პირს საკუთარი ინიციატივით მიანიჭოს ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსი.

წაშლილია: 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მინიჭების მიზნებისათვის, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოადგენა სავალდებულო არ არის, რაც არ ათავისუფლებს მას აღნიშნული დოკუმენტაციის შემდგომში წარმოდგენის ვალდებულებისაგან.

წაშლილია: 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირი, რომელიც საქართველოში ბაზრობის (ვაჭრობის) ორგანიზებას (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ბაზრობის ორგანიზებია) ეწევა, ვალდებულია, საგადასახადო ორგანოს, მის მიერ განსაზღვრულ ვადაში, წარუდგინოს პირის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ბაზრობის ტერიტორიის საკუთრების უფლების დამადასტურებელი საჯარო რეესტრის ამონაწერი ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

წაშლილია: 8. პირი ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონედ ითვლება ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მინიჭების თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.