სარჩევი
№996 · მუხლი 111⁵ · სხვაობა

მუხლი 111⁵. წაშლილია: ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირის მიერ ბაზრობის ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების შესახებ ინფორმაციის წარდგენის წესიდამატებულია: (ამოღებულია)

სხვაობა · ამოღებულია

მთლიანი ტექსტის ჩვენება

წაშლილია — გადახაზული ტექსტი · დამატებულია — ხაზგასმული ტექსტი
ბრჭყალებისა და ჰარების ცვლილება არ ინიშნება; დეფისისა და ტირეს ფორმებიც გათანაბრებულია.

სიტყვების შედარება წყაროს ორ რედაქციას შორის; შენიშვნების სიის ცვლილება ცალკე ნორმატიულ ცვლილებად არ ითვლება.

წაშლილია: 1. ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია, არაუგვიანეს სტატუსის მინიჭების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ინფორმაცია (დანართი №VIIწაშლილია: 3წაშლილია: -03) ბაზრობის ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების შესახებ.

წაშლილია: 2. ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს შესაბამისი ცვლილების ან/და დამატების თაობაზე ინფორმაცია (დანართი №VIIწაშლილია: 3წაშლილია: -03) არაუგვიანეს შესაბამისი ცვლილების ან/და დამატების განხორციელების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

წაშლილია: 3. ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე საგადასახადო ორგანო ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის მოიჯარე ფიზიკურ პირს ანიჭებს ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი პირის სტატუსს და შესაბამის ჩანაწერს აკეთებს ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი პირის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების რეესტრში (შემდგომში - რეესტრი).

წაშლილია: 4. საგადასახადო ორგანო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებას ახორციელებს ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირის მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

წაშლილია: 5. ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის მოიჯარე ფიზიკური პირი ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი პირის სტატუსის მქონედ ითვლება შესაბამისი სტატუსის მინიჭების თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

წაშლილია: 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (ბაზრობის ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ აღნიშნული საქმიანობის შეწყვეტისას - იჯარის შეწყვეტისას), საგადასახადო ორგანო ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის მოიჯარე ფიზიკურ პირს უუქმებს ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი პირის სტატუსს და შესაბამის მონაცემებს

წაშლილია: ამოიღებს რეესტრიდან.