სარჩევი
№996 · მუხლი 111⁵ · წინა რედაქცია

მუხლი 111⁵. ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირის მიერ ბაზრობის ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების შესახებ ინფორმაციის წარდგენის წესი

წინა რედაქცია

1. ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია, არაუგვიანეს სტატუსის მინიჭების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ინფორმაცია (დანართი №VII3-03) ბაზრობის ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების შესახებ.

2. ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს შესაბამისი ცვლილების ან/და დამატების თაობაზე ინფორმაცია (დანართი №VII3-03) არაუგვიანეს შესაბამისი ცვლილების ან/და დამატების განხორციელების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

3. ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე საგადასახადო ორგანო ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის მოიჯარე ფიზიკურ პირს ანიჭებს ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი პირის სტატუსს და შესაბამის ჩანაწერს აკეთებს ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი პირის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების რეესტრში (შემდგომში - რეესტრი).

4. საგადასახადო ორგანო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებას ახორციელებს ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირის მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

5. ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის მოიჯარე ფიზიკური პირი ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი პირის სტატუსის მქონედ ითვლება შესაბამისი სტატუსის მინიჭების თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (ბაზრობის ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ აღნიშნული საქმიანობის შეწყვეტისას - იჯარის შეწყვეტისას), საგადასახადო ორგანო ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის მოიჯარე ფიზიკურ პირს უუქმებს ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი პირის სტატუსს და შესაბამის მონაცემებს

ამოიღებს რეესტრიდან.

წინა რედაქციის შენიშვნები (1)
  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის ბრძანება №259 - ვებგვერდი, 29.06.2018წ.