მუხლი 111⁶. წაშლილია: ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი პირის მიერ საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების წესიდამატებულია: (ამოღებულია)
სხვაობა · ამოღებულია
წაშლილია — გადახაზული ტექსტი · დამატებულია — ხაზგასმული ტექსტი
ბრჭყალებისა და ჰარების ცვლილება არ ინიშნება; დეფისისა და ტირეს ფორმებიც გათანაბრებულია.
სიტყვების შედარება წყაროს ორ რედაქციას შორის; შენიშვნების სიის ცვლილება ცალკე ნორმატიულ ცვლილებად არ ითვლება.
წაშლილია: 1. ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირის მიერ ბაზრობის ტერიტორიაზე საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი იბეგრება 3%-ით, გამოქვითვების გარეშე. ამ შემთხვევაში გადასახადის დეკლარირება და გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
წაშლილია: 2. ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირის მიერ ბაზრობის ტერიტორიაზე საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი არ ჩაირთვება ამ პირის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.
წაშლილია: 3. ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირი უფლებამოსილია უარი თქვას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოსავლის დაბეგვრის რეჟიმის გამოყენებაზე, რის შესახებაც მან განცხადებით უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს არაუგვიანეს საანგარიშო წლის წინა წლის 31 დეკემბრისა.
წაშლილია: 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
წაშლილია: ა) ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირის შემოსავალი დაიბეგრება საგადასახადო კოდექსის 79-ე–81-ე და 82-ე მუხლების შესაბამისად.
წაშლილია: ბ) გადასახადის დეკლარირება ხორციელდება საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე, საშემოსავლო გადასახადის შესახებ წლიური დეკლარაციის (№II-04 დანართი) საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენის გზით.