№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია
მუხლი 111⁸. საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავლის დაბეგვრის წესი
1. საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება.
2. საერთაშორისო კომპანიის მიერ დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე ხელფასის/სარგებლის (ფულადი ან ნატურალური) სახით გაცემული ანაზღაურება აისახება ამ ინსტრუქციის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციაში, რომელიც ივსება ამავე ინსტრუქციის 38-ე მუხლის შესაბამისად.
3. საერთაშორისო კომპანიის მიერ დაქირავებულების შესახებ ინფორმაცია აისახება ამ ინსტრუქციის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციის „ა“ დანართში, რომელიც ივსება ამავე ინსტრუქციის 38-ე მუხლის შესაბამისად.
ცვლილებების ისტორია 1
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება №256 - ვებგვერდი, 16.10.2020წ.