№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია
მუხლი 37. გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაცია
1. პირი, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საგადასახადო ორგანოს წარუდგენს დეკლარაციას საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული შრომის ანაზღაურების თანხებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ, №II-06 დანართის მიხედვით.
2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიზნებისთვის, თუ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელი, გარდა ფიზიკური პირისა, არ წარადგენს საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული შრომის ანაზღაურების თანხებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ დეკლარაციას, არ ითვლება, რომ მან წარადგინა დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია.
შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დებულება არ ვრცელდება იმ საანგარიშო პერიოდ(ებ)ის მიმართ, რომელშიც გადასახადის გადამხდელი, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით, იმყოფება გაკოტრების რეჟიმში ან მიმდინარეობს მისი ლიკვიდაციის პროცესი (მათ შორის, რეგისტრირებულია დაშლა).
ამ მუხლს მიუთითებს
№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ
ცვლილებების ისტორია 3
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 ივნისის ბრძანება №199 – ვებგვერდი, 02.07.2014წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 27 იანვრის ბრძანება №18 - ვებგვერდი, 28.01.2022წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №438 - ვებგვერდი, 27.11.2023წ.