№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია
მუხლი 33². სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის შევსება
1. დეკლარაციის პირველ ნაწილში აისახება ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტების, დეკლარაციის ტიპის (პირველადი/შესწორებული) და საანგარიშო პერიოდის შესახებ.
2. მატერიალური ფორმით წარდგენილ დეკლარაციაში ასახული მონაცემების უტყუარობა და სისრულე ხელმოწერით დასტურდება გადასახადის გადამხდელის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.
3. დეკლარაციის II ნაწილი ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და აისახება ინფორმაცია საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენისა და რეგისტრაციის შესახებ.
4. იმ შემთხვევაში, თუ დასახელებულ დეკლარაციის უჯრებში აუცილებელი გახდება განსხვავებული მონაცემების შეტანა, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია დეკლარაციაში გააკეთოს სათანადო შენიშვნა.
5. დეკლარაციის III ნაწილის:
ა) პირველი სტრიქონის მე-3 სვეტში აისახება სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორის მიერ საქმიანობის ამ ნაწილში (გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობებში მონაწილეობის შედეგად მიღებული დასაბეგრი შემოსავლისა) საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობის თანხა;
ბ) პირველი სტრიქონის მე-4 სვეტში აისახება შესაბამისი კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი (სვ. 4=პირველი სტრიქონის სვ.3*20%);
გ) მე-2 სტრიქონის მე-3 სვეტში აისახება სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის მიერ საქმიანობის ამ ნაწილში (გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად მიღებული დასაბეგრი შემოსავლისა) საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული ფსონების ჯამური თანხა;
დ) მე-2 სტრიქონის მე-4 სვეტში აისახება შესაბამისი კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი (სვ.4=მეორე სტრიქონის სვ.3*7%);
ე) მე-3 სტრიქონის მე-3 სვეტში აისახება სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირის მიერ საქმიანობის ამ ნაწილში საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობის თანხა;
ვ) მე-3 სტრიქონის მე-4 სვეტში აისახება კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნაწილში (სვ.4=მესამე სტრიქონის სვ.3*20%);
ზ) მე-4 სტრიქონის მე-3 სვეტში აისახება უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორის მიერ საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებულ ფსონებსა და ამ მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობის თანხა;
თ) მე-4 სტრიქონის მე-4 სვეტში აისახება შესაბამისი კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი (სვ.4=მეოთხე სტრიქონის სვ.3*5%);
ი) მე-5 სტრიქონის მე-3 სვეტში აისახება უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის მიერ საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებულ ფსონებსა და ამ მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობის თანხა;
კ) მე-5 სტრიქონის მე-4 სვეტში აისახება შესაბამისი კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი (სვ.4=მეხუთე სტრიქონის სვ.3*5%).
ცვლილებების ისტორია 6
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 იანვრის ბრძანება №29 - ვებგვერდი, 31.01.2017წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 8 თებერვლის ბრძანება №40 - ვებგვერდი, 09.02.2022წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 30 იანვრის ბრძანება №28 - ვებგვერდი, 31.01.2024წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 10 ივლისის ბრძანება №234 - ვებგვერდი, 12.07.2024.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №365 - ვებგვერდი, 12.11.2024წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 7 თებერვლის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 10.02.2025წ.