№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია
მუხლი 33¹. სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია
ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს სათამაშო აპარატების სალონის მოწყობას, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზებას, საგადასახადო ორგანოში წარადგენს სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციას, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, №II-041 დანართის ფორმით.
ცვლილებების ისტორია 4
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 იანვრის ბრძანება №29 - ვებგვერდი, 31.01.2017წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 8 თებერვლის ბრძანება №40 - ვებგვერდი, 09.02.2022წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 30 იანვრის ბრძანება №28 - ვებგვერდი, 31.01.2024წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 10 ივლისის ბრძანება №234 - ვებგვერდი, 12.07.2024.