№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია
მუხლი 40. მოგების გადასახადის დეკლარაცია
1. მოგების გადასახადის გადამხდელი მოგების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოში საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარადგენს №II-09 დანართის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. საწარმო და არარეზიდენტი საწარმოს მუდმივი დაწესებულება (საწარმოები, რომლებიც მოგების გადასახადით იბეგრებიან საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-9 და 91 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციას არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოში წარადგენენ №II-086 დანართის მიხედვით. .
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიზნებისთვის, თუ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციას, არ ითვლება, რომ მან წარადგინა დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია.
შენიშვნა: ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დებულება არ ვრცელდება იმ საანგარიშო პერიოდ(ებ)ის მიმართ, რომელშიც გადასახადის გადამხდელი, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით, იმყოფება გაკოტრების რეჟიმში ან მიმდინარეობს მისი ლიკვიდაციის პროცესი (მათ შორის, რეგისტრირებულია დაშლა).
ცვლილებების ისტორია 4
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 16.01.2017წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 27 იანვრის ბრძანება №18 - ვებგვერდი, 28.01.2022წ
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 5 ივნისის ბრძანება №193 - ვებგვერდი, 06.06.2023წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №438 - ვებგვერდი, 27.11.2023წ.