№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია
მუხლი 41¹. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს საგადასახადო ანგარიშგება
1. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო (შემდგომში − თიზ-ის საწარმო) ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისათვის (გარდა თიზ-ის საწარმოსი) საქონლის მიწოდების შემთხვევაში გადაიხადოს საქონლის მიწოდებით მიღებული/მისაღები შემოსავლის (საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებისას − ამ საქონლის საბაზრო ფასის) 4 პროცენტი არაუგვიანეს საქონლის მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
2. საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირის მიერ (გარდა თიზ-ის საწარმოსი) თიზ-ის საწარმოსთვის საქონლის (გარდა ადგილზე მოხმარებისათვის ან/და წარმოებისათვის განკუთვნილი ელექტროენერგიისა, წყლისა და ბუნებრივი აირისა) მიწოდებისას თიზ-ის საწარმო ვალდებულია გადაიხადოს მიწოდებული საქონლის საბაზრო ფასის 4 პროცენტი არაუგვიანეს საქონლის მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში, თიზ-ის საწარმო ვალდებულია, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს მის მიერ განხორციელებულ დასაბეგრ ოპერაციებზე გადასახადის გაანგარიშება №II-09 1 დანართის ფორმით, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
ცვლილებების ისტორია 2
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 15 აპრილის ბრძანება N104 – ვებგვერდი, 16.04.2015წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 11 თებერვლის ბრძანება №39 – ვებგვერდი, 13.02.2025წ.