№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია
მუხლი 27¹. ცალკეული საქონლის მოძრაობის და ნაშთების აღრიცხვა
1. შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისთვის ან/და ცალკეული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაადგინოს შესაბამისი საქონლის მოძრაობის და ნაშთების აღრიცხვის ფორმა და წესი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დებულება გადასახადის გადამხდელს არ ათავისუფლებს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისგან.
ამ მუხლს მიუთითებს
№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ
ცვლილებების ისტორია 1
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 28 მარტის ბრძანება №84 - ვებგვერდი, 29.03.2022წ.