სარჩევი
მუხლი 50⁸

№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია

მუხლი 50⁸. მრავალჯერადი ვაუჩერი

1. ვაუჩერი მრავალჯერადია, თუ მისი გამოშვების მომენტში არ არის იდენტიფიცირებადი ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდების/ მომსახურების გაწევის ადგილი ან/და ამ ოპერაციასთან დაკავშირებით დასარიცხი დღგ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, დასარიცხი დღგ არ არის იდენტიფიცირებადი, თუ ვაუჩერის გამოშვების მომენტში არ არის ცნობილი დასაბეგრი ოპერაციის კატეგორია, რომელსაც მიეკუთვნება ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდება/ მომსახურების გაწევა.

3. მრავალჯერადი ვაუჩერის გადაცემა არ განიხილება ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად. ამასთანავე, მიმწოდებლის მიერ მრავალჯერად ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის ფაქტობრივი მიწოდება ან/და მომსახურების ფაქტობრივი გაწევა განიხილება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად.

4. მრავალჯერად ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდებისას/ მომსახურების გაწევისას დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის ამ ვაუჩერისთვის გადახდილი/ გადასახდელი ანაზღაურება დღგ-ის გარეშე. ამასთანავე, ანაზღაურების შესახებ ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა მიიღება მრავალჯერად ვაუჩერში ან მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში მითითებული საქონლის/ მომსახურების ღირებულების 1.18-ზე გაყოფის შედეგად.

ცვლილებების ისტორია 1
  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.