№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია
მუხლი 51. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების აღრიცხვის დოკუმენტები
1. დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე გამოიწერება შემდეგი სახის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები:
ა) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (დანართი №III-05, დანართი №III-051 და დანართი №III-052 );
ბ) ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (დანართი №III-09 და დანართი №III-09¹).
2. დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე გამოწერილ დოკუმენტებში მხარეთა ხელმოწერების ბეჭდით დამოწმება ხდება მისი არსებობის შემთხვევაში, ამასთან, საქონლის/მომსახურების მყიდველის (მიმღების) მხრიდან ბეჭდის გამოყენება სავალდებულო არ არის.
3. მონაცემის არარსებობის შემთხვევაში, დოკუმენტის შესაბამის უჯრაში მიეთითება „–“ (ტირე).
31. (ამოღებულია - 30.12.2020, №326) .
4. ამ თავის მიზნებისათვის საგადასახადო დოკუმენტი (შემდგომში – სდ) (დანართი №III-071) უთანაბრდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას და შესაბამისად მასზე ვრცელდება იგივე სამართლებრივი ნორმები, რაც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაზე;
5. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (მათ შორის, სდ-ის) გამოწერა ხდება ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული ვებგვერდიდან. საჭიროების შემთხვევაში, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შესაძლებელია გამოიწეროს წერილობითი ფორმით.
6. უცხოელი დასაბეგრი პირებისათვის, ამ თავით გათვალისწინებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში (მათ შორის, სდ-ში) მყიდველის საიდენტიფიკაციო ნომრის აღმნიშვნელ სტრიქონზე შესაძლებელია შეტანილ იქნეს შესაბამისი პირის შესაბამის ქვეყანაში მინიჭებული დღგ-ის საიდენტიფიკაციო ნომერი.
7. ნავთობპროდუქტების გემზე მიწოდების შემთხვევაში, ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების დამთავრების ადგილის ან ბუნკირების გემის სარეგისტრაციო ნომრის გრაფაში მიეთითება აღნიშნული გემის IMO ნომერი.
ამ მუხლს მიუთითებს
№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ
ცვლილებების ისტორია 11
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №432 – ვებგვერდი, 10.08.2011წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №444 – ვებგვერდი, 23.08.2011წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №367 – ვებგვერდი, 03.09.2012წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 6 თებერვლის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 07.02.2017წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 16 ივლისის ბრძანება №221 - ვებგვერდი, 17.07.2019წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 11 მარტის ბრძანება №72 - ვებგვერდი, 12.03.2020წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №183 - ვებგვერდი, 07.08.2020წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №297 - ვებგვერდი, 11.12.2020წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №324 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №207 - ვებგვერდი, 05.08.2025წ.