№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია
მუხლი 53¹. საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურის გამოწერა მისაწოდებელი საქონლის / გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის / თანხის ნაწილის გადახდის შემთხვევაში
1. დანართი №III-051 ფორმის საფ-ი (გარდა ელექტრონული ფორმის საფ-ისა) გამოიწერება 2 ეგზემპლარად. ორივე ეგზემპლარს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა. საფ-ი გამოიწერება მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის შემთხვევაში და კორექტირების შემთხვევაში ცალ-ცალკე.
2. დანართი №III-051 ფორმის საფ-ში ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეიტანება იმ სახით, როგორც ეს მითითებულია შესაბამის სტრიქონებსა და სვეტებში. ამასთან:
ა) მე-2 სტრიქონი ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხდება ოპერაციის კორექტირება. სხვა შემთხვევაში, მასში იწერება ტირე „ –“;
ბ) ცხრილის პირველი, მე-2 და მე-3 სვეტების შევსება სავალდებულო არ არის;
გ) ცხრილის მე-4 სვეტში მიეთითება საქონლის მიწოდებამდე ან მომსახურების გაწევამდე გადახდილი მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხა/თანხის ნაწილი;
დ) ცხრილის სტრიქონზე „სულ“ – აისახება მე-4 და მე-5 სვეტების მონაცემთა ჯამები;
ე) საქონლის გამყიდველის (მიმწოდებელი) ან/და მომსახურების გამწევი პირის ხელმძღვანელის ან სხვა უფლებამოსილი პირის ხელმოწერის ბეჭდით დადასტურება ხდება მისი (ბეჭდის) არსებობის შემთხვევაში.
3. კორექტირების შემთხვევაში დანართი №III-051 ფორმის საფ-ის რეკვიზიტები ივსება ამ მუხლით დადგენილი წესით. ამასთან, ცხრილის შესაბამის სვეტებში მონაცემები აისახებ ორ სტრიქონად: კორექტირებამდე და კორექტირების შემდეგ. სტრიქონზე „სულ“ აისახება მე-4 და მე-5 სვეტებში „კორექტირებამდე“ და „კორექტირების შემდეგ“ სტრიქონებზე ასახული მონაცემების ჯამებს შორის სხვაობა.
4. ელექტრონული ფორმის დანართი №III-051 ფორმის საფ-ში კორექტირების შემთხვევაში მიეთითება კორექტირების შემდეგ არსებული მონაცემები.
[ 4. ელექტრონული ფორმის დანართი №III-051 ფორმის საფ-ში კორექტირების შემთხვევაში მიეთითება კორექტირების შემდეგ არსებული მონაცემები. ამასთან:
ა) 7.1 სტრიქონში მიეთითება პირველად/წინა კორექტირების საფ-სა და კორექტირების საფ-ის დღგ-ის თანხებს შორის დადებითი სხვაობა (სულ კორექტირების თანხა (ზრდა));
ბ) 7.2 სტრიქონში მიეთითება პირველად/წინა კორექტირების საფ-სა და კორექტირების საფ-ის დღგ-ის თანხებს შორის უარყოფითი სხვაობა (სულ კორექტირების თანხა (შემცირება)). (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ნოემბრიდან)]
ცვლილებების ისტორია 2
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 6 თებერვლის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 07.02.2017წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 1 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 02.10.2026წ.