სარჩევი
მუხლი 52

№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია

მუხლი 52. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა

1. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (შემდგომში – საფ), მატერიალურად, მათ შორის, დასაბეგრი ოპერაციის კორექტირების შემთხვევაში, გამოიწერება დანართი №III-05 ფორმით, ხოლო ელექტრონულად, მათ შორის, დასაბეგრი ოპერაციის კორექტირების შემთხვევაში, დანართი №III-052ფორმით. 

2. (ამოღებულია - 30.12.2020, №326).

3. საქონლის მიწოდებამდე ან მომსახურების გაწევამდე, მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის წინასწარ გადახდის შემთხვევაში გამოიწერება დანართი №III-051 ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

4. საქონლის მრავალსახეობის დროს, როდესაც საფ-ში საკმარისი არ არის სტრიქონების რაოდენობა, გამოიყენება საფ-ის დანართი (დანართი №III-07).

5. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა სავალდებულო არ არის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დღგ-ისგან გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში, თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ცვლილებების ისტორია 5
  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 მარტის ბრძანება №87 – ვებგვერდი, 21.03.2012წ.
  2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 6 თებერვლის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 07.02.2017წ.
  3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.
  4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 5 მარტის ბრძანება №47 - ვებგვერდი, 09.03.2021წ.
  5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2025 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №207 - ვებგვერდი, 05.08.2025წ.