№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია
მუხლი 55. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა კორექტირების შემთხვევაში
1. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის კორექტირებისას საფ-ი გამოიწერება იმ შემთხვევაში, თუ ამ ოპერაციაზე (მიწოდებისას) გამოწერილი იყო საფ-ი.
2. კორექტირების შემთხვევაში საფ-ის რეკვიზიტები ივსება 53-ე მუხლში მოცემული წესით. ამასთან,
ა) ცხრილის შესაბამის სვეტებში – მონაცემები მიწოდებული საქონლის (მომსახურების) რაოდენობის, კომპენსაციის და გადასახადის (დღგ, აქციზი) თანხის შესახებ, გარდა ელექტრონული ფორმის საფ-ისა, აისახება ორ სტრიქონად: კორექტირებამდე და კორექტირების შემდეგ. ელექტრონული ფორმის საფ-ში მიეთითება კორექტირების შემდეგ არსებული მონაცემები;
ბ) სტრიქონზე „ სულ” – ცხრილის მე-4, მე-5 და მე-6 სვეტებში „ კორექტირებამდე“ და „ კორექტირების შემდეგ“ სტრიქონებზე ასახული მონაცემების ჯამებს შორის სხვაობა;
გ) მე-7 და მე-8 სტრიქონები ივსება იმ შემთხვევაში, თუ კორექტირებას თან ახლდა საქონლის ტრანსპორტირება.
3. კორექტირებას დაქვემდებარებული საქონლის მრავალსახეობის დროს, გარდა ელექტრონული ფორმის საფ-ის გამოწერისა, გამოიყენება საფ-ის დანართი. ამასთან, დაცული უნდა იქნეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესი.
4. ამ მუხლით დადგენილი წესით გამოწერილი საფ-ის წარდგენა მყიდველისათვის ხორციელდება 54-ე მუხლით განსაზღვრული წესით.
ცვლილებების ისტორია 1
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 მარტის ბრძანება №87 – ვებგვერდი, 21.03.2012წ.