სარჩევი
№996 · მუხლი 53¹ · სხვაობა

მუხლი 53¹. საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურის გამოწერა მისაწოდებელი საქონლის / გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის / თანხის ნაწილის გადახდის შემთხვევაში

სხვაობა · შეცვლილია

მთლიანი ტექსტის ჩვენება

წაშლილია — გადახაზული ტექსტი · დამატებულია — ხაზგასმული ტექსტი
ბრჭყალებისა და ჰარების ცვლილება არ ინიშნება; დეფისისა და ტირეს ფორმებიც გათანაბრებულია.

სიტყვების შედარება წყაროს ორ რედაქციას შორის; შენიშვნების სიის ცვლილება ცალკე ნორმატიულ ცვლილებად არ ითვლება.

… 8 უცვლელი პუნქტი — გაშლა

1. დანართი №III-051 ფორმის საფ-ი (გარდა ელექტრონული ფორმის საფ-ისა) გამოიწერება 2 ეგზემპლარად. ორივე ეგზემპლარს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა. საფ-ი გამოიწერება მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის შემთხვევაში და კორექტირების შემთხვევაში ცალ-ცალკე.

2. დანართი №III-051 ფორმის საფ-ში ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეიტანება იმ სახით, როგორც ეს მითითებულია შესაბამის სტრიქონებსა და სვეტებში. ამასთან:

ა) მე-2 სტრიქონი ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხდება ოპერაციის კორექტირება. სხვა შემთხვევაში, მასში იწერება ტირე „ –“;

ბ) ცხრილის პირველი, მე-2 და მე-3 სვეტების შევსება სავალდებულო არ არის;

გ) ცხრილის მე-4 სვეტში მიეთითება საქონლის მიწოდებამდე ან მომსახურების გაწევამდე გადახდილი მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხა/თანხის ნაწილი;

დ) ცხრილის სტრიქონზე „სულ“ – აისახება მე-4 და მე-5 სვეტების მონაცემთა ჯამები;

ე) საქონლის გამყიდველის (მიმწოდებელი) ან/და მომსახურების გამწევი პირის ხელმძღვანელის ან სხვა უფლებამოსილი პირის ხელმოწერის ბეჭდით დადასტურება ხდება მისი (ბეჭდის) არსებობის შემთხვევაში.

3. კორექტირების შემთხვევაში დანართი №III-051 ფორმის საფ-ის რეკვიზიტები ივსება ამ მუხლით დადგენილი წესით. ამასთან, ცხრილის შესაბამის სვეტებში მონაცემები აისახებ ორ სტრიქონად: კორექტირებამდე და კორექტირების შემდეგ. სტრიქონზე „სულ“ აისახება მე-4 და მე-5 სვეტებში „კორექტირებამდე“ და „კორექტირების შემდეგ“ სტრიქონებზე ასახული მონაცემების ჯამებს შორის სხვაობა.

4. ელექტრონული ფორმის დანართი №III-051 ფორმის საფ-ში კორექტირების შემთხვევაში მიეთითება კორექტირების შემდეგ არსებული მონაცემები.

დამატებულია: [დამატებულია: დამატებულია: 4. ელექტრონული ფორმის დანართი №III-05დამატებულია: 1დამატებულია: დამატებულია: ფორმის საფ-ში კორექტირების შემთხვევაში მიეთითება კორექტირების შემდეგ არსებული მონაცემები. ამასთან:

დამატებულია: ა) 7.1 სტრიქონში მიეთითება პირველად/წინა კორექტირების საფ-სა და კორექტირების საფ-ის დღგ-ის თანხებს შორის დადებითი სხვაობა (სულ კორექტირების თანხა (ზრდა));

დამატებულია: ბ) 7.2 სტრიქონში მიეთითება პირველად/წინა კორექტირების საფ-სა და კორექტირების საფ-ის დღგ-ის თანხებს შორის უარყოფითი სხვაობა (სულ კორექტირების თანხა (შემცირება)).  დამატებულია: (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ნოემბრიდან)]