სარჩევი
მუხლი 59

№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია

მუხლი 59. ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენა

1. ნსაფ-ის პირველი და მე-3 ეგზემპლარი გადაეცემა საქონლის მყიდველს (მიმღებს), ხოლო მე-2 და მე-4 ეგზემპლარი რჩება გამყიდველს (მიმწოდებელს).

2. ნსაფ-ის მონაცემები აისახება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში, ხოლო გადამხდელებთან არსებული ეგზემპლარები საგადასახადო ორგანოს წარედგინება მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში.

3. ნავთობპროდუქტის ნსაფ-ით მიწოდების ან/და შეძენის შემთხვევაში, დღგ-ის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოს, დღგ-ის დეკლარაციასთან ერთად, წარედგინება „ნავთობპროდუქტის სასაქონლო ნაშთები“ (№III-10 დანართი).

4. დაუშვებელია არასწორად შევსებული ნსაფ-ის გადაცემა მყიდველისათვის (მიმღებისათვის). გაუქმების მიზნით, არასწორად შევსებული ნსაფ-ების (გარდა ელექტრონული ფორმის ნსაფ-ისა) ყველა ეგზემპლარი გადასახადის გადამხდელის მიერ წარედგინება საგადასახადო ორგანოს, ამ ორგანოდან ნსაფ-ების შემდგომი გატანისას, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო წლის 15 იანვრისა.

5. უფლებამოსილი ორგანოების მიერ გადასახადის გადამხდელისაგან შევსებული ნსაფ-ების ამოღების, ან გადასახადის გადამხდელის მიერ ნსაფ-ების (როგორც შევსებულის, ისე შეუვსებლის) დაკარგვის შემთხვევაში, მოქმედებს 54-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურები.

ცვლილებების ისტორია 3
  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 10 იანვრის ბრძანება №7 – ვებგვერდი, 10.01.2013წ.
  2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 26 ივლისის ბრძანება №256 - ვებგვერდი, 27.08.2017წ.
  3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №329 - ვებგვერდი, 27.09.2022წ.