სარჩევი
მუხლი 61²

№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია

მუხლი 61². ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული შვიდნიშნა კოდების სააღრიცხვო მონაცემების ცვლილება და გაუქმება

1. ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული შვიდნიშნა კოდების სააღრიცხვო მონაცემების ცვლილება ნიშნავს ნებისმიერი იმ მონაცემის ცვლილებას, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ იქნა საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილ სააღრიცხვო ფორმაში (დანართი №III–14). ამასთან, ნავთობპროდუქტის სტაციონარული ობიექტის მესაკუთრის ან/და მისამართის ცვლილების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, შესაბამისი საქმიანობის დაწყებამდე საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს განცხადება ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული შვიდნიშნა კოდების სააღრიცხვო მონაცემების ცვლილების თაობაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ იცვლება სტაციონარული ობიექტის მესაკუთრე და, ამავდროულად, აღნიშნულ ობიექტზე ფიქსირდება ობიექტის მოსარგებლე პირ(ებ)ი, სააღრიცხვო მონაცემების ცვლილების განხორციელების მიზნით, ახალმა მესაკუთრემ, განცხადებასთან ერთად დამატებით უნდა წარადგინოს მოსარგებლე პირ(ებ)ის სტაციონარული ობიექტით სარგებლობის შესახებ (იჯარა, ქვეიჯარა და ა.შ.) საჯარო რეესტრში რეგისტრირებული დოკუმენტი.

3. ცალკეული შვიდნიშნა კოდის აღრიცხვა უქმდება საგადასახადო ორგანოს მიერ, გადასახადის გადამხდელის მომართვის საფუძველზე. ამასთან, თუ სტაციონარულ ობიექტზე ფიქსირდება ობიექტის მოსარგებლე პირ(ებ)ი, აღნიშნული ობიექტისთვის მინიჭებული შვიდნიშნა კოდი უქმდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაუქმდება შესაბამისი ობიექტის მოსარგებლედ რეგისტრირებული ყველა პირის რეგისტრაცია.

31. მოსარგებლე პირად რეგისტრაცია უქმდება საგადასახადო ორგანოს მიერ სტაციონარული ობიექტის მესაკუთრის/სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის უფლების მქონე პირის ან მოსარგებლე პირის განცხადების საფუძველზე. განცხადებასთან ერთად საგადასახადო ორგანოს წარედგინება სტაციონარულ ობიექტზე სარგებლობის უფლების გაუქმების (მათ შორის, შეწყვეტის) შესახებ დოკუმენტი და ამ დოკუმენტის შესაბამისად საჯარო რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უფლების შეწყვეტის თაობაზე.

4. ამ ინსტრუქციის 61-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ადგილებისთვის მინიჭებული შვიდნიშნა კოდის სააღრიცხვო მონაცემების ცვლილება ნიშნავს ნებისმიერი იმ მონაცემის ცვლილებას, რომელიც ამავე კოდის მინიჭებისას ასახულია ერთიან ელექტრონულ რეესტრში. აღნიშნული შვიდნიშნა კოდის სააღრიცხვო მონაცემების ცვლილება ან აღრიცხვის გაუქმება ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.

ამ მუხლს მიუთითებს

№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

№996, მუხლი 112

ცვლილებების ისტორია 3
  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №313 - ვებგვერდი, 19.09.2022წ.
  2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №379 - ვებგვერდი, 19.10.2023წ.
  3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №367 - ვებგვერდი, 13.11.2024წ.