სარჩევი
მუხლი 66⁵

№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია

მუხლი 66⁵. ცალკეული შემთხვევები, როდესაც მომსახურების გაწევის ადგილი განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 162¹ მუხლის მე-3 ან მე-12–მე-14 ნაწილებისგან განსხვავებული წესით

თუ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1621 მუხლის მე-3 ან მე-12–მე-14 ნაწილების მიხედვით, ტურისტული მომსახურების გაწევის ადგილად ითვლება საქართველოს ტერიტორია, მაგრამ ამ მომსახურებით ფაქტობრივი სარგებლობა ან/და მისი გამოყენება ხდება საქართველოს ტერიტორიის გარეთ, აღნიშნული მომსახურება განიხილება საქართველოს ფარგლების გარეთ გაწეულად.

ცვლილებების ისტორია 2
  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 16 ივლისის ბრძანება №170 - ვებგვერდი, 19.07.2021წ.
  2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 7 ივლისის ბრძანება №224 - ვებგვერდი, 11.07.2022წ.