სარჩევი
მუხლი 73²

№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია

მუხლი 73². ცალკეული შემთხვევები, როდესაც დღგ-ის ჩათვლა შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულისგან განსხვავებული საფუძვლით

საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით, ამავე კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ჩათვლის მიღების საფუძველია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საკუთარი წარმოების შენობის/ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში, ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად განხილულ ოპერაციებზე დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული დღგ-ის თანხა;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საკუთარი ძირითადი საშუალების (შენობის/ნაგებობის) რემონტის შემთხვევაში, ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებზე დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული დღგ-ის თანხა;

გ) დასაბეგრი პირის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ ძირითადი საშუალებების საკუთარ მფლობელობაში დატოვების დასაბეგრ ოპერაციად განხილვის შემთხვევაში დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული დღგ-ის თანხა;

დ) დასაბეგრი პირის დღგ-ის გადამხდელის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, როდესაც ნაშთად არსებული ძირითადი საშუალებები განიხილება დასაბეგრ ოპერაციად, ამ ძირითად საშუალებებზე დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული დღგ-ის თანხა.

ე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მეორე და შემდგომ წლებში შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციის III ნაწილის „ბ“ დანართის შესაბამის გრაფაში დაფიქსირებული საანგარიშო პერიოდში ჩასათვლელი დღგ-ის თანხა;

ვ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ოპერაციებში იმ საქონლის გამოყენებისას, რომელზეც დღგ გადახდილია/გადასახდელია საქონლის იმპორტისას – იმპორტის დეკლარაცია.

ზ) უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის გაანგარიშებაში ასახული დღგ-ის თანხა, თუ პირს აღნიშნული თანხის დადგენილი წესით ჩათვლის უფლება წარმოექმნება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდეგ. ამასთან, ჩათვლა არ ხორციელდება იმ გაანგარიშების მიხედვით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან გასულია 3 წელი.

შენიშვნა: ამ მუხლის „ა“-„დ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, ჩათვლის უფლება ასევე ვრცელდება იმ შემთხვევაშიც, თუ დღგ-ის დარიცხვა განხორციელებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

ცვლილებების ისტორია 3
  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.
  2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №451 - ვებგვერდი, 30.11.2023წ.
  3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 5 თებერვლის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 06.02.2024წ.