მუხლი 81. შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული აქციზური მარკების დაბრუნება
სხვაობა · შეცვლილია
წაშლილია — გადახაზული ტექსტი · დამატებულია — ხაზგასმული ტექსტი
ბრჭყალებისა და ჰარების ცვლილება არ ინიშნება; დეფისისა და ტირეს ფორმებიც გათანაბრებულია.
სიტყვების შედარება წყაროს ორ რედაქციას შორის; შენიშვნების სიის ცვლილება ცალკე ნორმატიულ ცვლილებად არ ითვლება.
… 4 უცვლელი პუნქტი — გაშლა
1. იმპორტირებულისა და ადგილობრივი ნაწარმისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების უკან დაბრუნებისას მეწარმე სუბიექტი წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) წერილობით განცხადებას მარკების დაბრუნების მიზეზებისა და გამოუყენებელი აქციზური მარკების ტიპების, სერიებისა და ნომრების მითითებით;
ბ) შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლისა და აქციზური მარკების მიმღები მეწარმე სუბიექტის მიერ შედგენილ აქციზური მარკების მიღება-ჩაბარების შესახებ აქტის ასლს.
2. უკან დაბრუნებული აქციზური მარკების მდგომარეობის გამომხატველი გარეგნული ნიშნები სრულად უნდა შეესაბამებოდეს მარკების გაცემისას არსებულ ნიშნებს.
3. შემოსავლების სამსახურის მიერ, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, დაბრუნების აქტის (დანართი: №IV-06) საფუძველზე ხდება აქციზური მარკების დაბრუნება.
31.წაშლილია: სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ აქციზური მარკების უკან დაბრუნებისას, ამ მუხლის პირველი და მედამატებულია: (ამოღებულია -წაშლილია: 2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაშიდამატებულია: 24.02.2026,წაშლილია: სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირი/წარმომადგენელი და შემოსავლების სამსახურის აქციზური მარკების გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ადგენენ აქტს „გამოუყენებელი აქციზური მარკების უკან დაბრუნებისა და დარიცხული აქციზის თანხის შემცირების შესახებ“ (დანართი №წაშლილია: IV-06დამატებულია: 53).წაშლილია: 1წაშლილია: ), რომლის საფუძველზე ხდება აქციზური მარკების დაბრუნება და მათი შეძენისას
წაშლილია: დარიცხული აქციზის თანხის შემცირება.
4. დაზიანებული აქციზური მარკები უკან არ ბრუნდება, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
… 3 უცვლელი პუნქტი — გაშლა
5. უკან დაბრუნებული, გამოუყენებელი აქციზური მარკების შესაძენად გადახდილი ნომინალური ღირებულება დაბრუნებას არ ექვემდებარება.
6. (ამოღებულია – 16.04.2015, N106).
7. უკან დაბრუნებული აქციზური მარკები ექვემდებარება უტილიზაციას.