სარჩევი
№996 · მუხლი 81 · წინა რედაქცია

მუხლი 81. შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული აქციზური მარკების დაბრუნება

წინა რედაქცია

1. იმპორტირებულისა და ადგილობრივი ნაწარმისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების უკან დაბრუნებისას მეწარმე სუბიექტი წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტებს:

ა) წერილობით განცხადებას მარკების დაბრუნების მიზეზებისა და გამოუყენებელი აქციზური მარკების ტიპების, სერიებისა და ნომრების მითითებით;

ბ) შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლისა და აქციზური მარკების მიმღები მეწარმე სუბიექტის მიერ შედგენილ აქციზური მარკების მიღება-ჩაბარების შესახებ აქტის ასლს.

2. უკან დაბრუნებული აქციზური მარკების მდგომარეობის გამომხატველი გარეგნული ნიშნები სრულად უნდა შეესაბამებოდეს მარკების გაცემისას არსებულ ნიშნებს.

3. შემოსავლების სამსახურის მიერ, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, დაბრუნების აქტის (დანართი: №IV-06) საფუძველზე ხდება აქციზური მარკების დაბრუნება.

31. სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ აქციზური მარკების უკან დაბრუნებისას, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირი/წარმომადგენელი და შემოსავლების სამსახურის აქციზური მარკების გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ადგენენ აქტს „გამოუყენებელი აქციზური მარკების უკან დაბრუნებისა და დარიცხული აქციზის თანხის შემცირების შესახებ“ (დანართი №IV-061), რომლის საფუძველზე ხდება აქციზური მარკების დაბრუნება და მათი შეძენისას

დარიცხული აქციზის თანხის შემცირება.

4. დაზიანებული აქციზური მარკები უკან არ ბრუნდება, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. უკან დაბრუნებული, გამოუყენებელი აქციზური მარკების შესაძენად გადახდილი ნომინალური ღირებულება დაბრუნებას არ ექვემდებარება.

6. (ამოღებულია – 16.04.2015, N106).

7. უკან დაბრუნებული აქციზური მარკები ექვემდებარება უტილიზაციას.

წინა რედაქციის შენიშვნები (3)
  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 ივნისის ბრძანება №209 – ვებგვერდი, 20.06.2012წ.
  2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 15 აპრილის ბრძანება N106 - ვებგვერდი, 16.04.2015წ.
  3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 21 მაისის ბრძანება №118 - ვებგვერდი, 22.05.2020წ.