№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია
მუხლი 92². შემთხვევები, როდესაც დასაბეგრი ქონების ღირებულება არ განისაზღვრება საბაზრო ფასით
საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება საგადასახადო ორგანოს მიერ არ განისაზღვრება საბაზრო ფასით შემდეგ შემთხვევებში:
ა) დაუმთავრებელ მშენებლობაზე;
ბ) ქონებაზე, რომელთან მიმართებაშიც გადასახადის გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, სარგებლობს ქონების გადასახადის ნაწილში საგადასახადო შეღავათით;
გ) დასაბეგრ ქონებაზე, რომელიც გადაფასებულია არანაკლებ 3-წლიანი პერიოდულობით და გადაფასება (საბაზრო შეფასება) სრულად მოიცავს შესამოწმებელ საგადასახადო პერიოდებს (წლებს);
დ) დასაბეგრ ქონებაზე, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილია შესამოწმებელ პერიოდში;
ე) კაპიტალში შენატან დასაბეგრ ქონებაზე, რომელიც შეტანამდე გადაფასებული იქნა წინა მესაკუთრის (პარტნიორის) მიერ და ასეთი გადაფასებიდან ჯამურად არ არის გასული 3 წელი.
მაგალითი 1.
2018 წელს ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი ქონების გადასახადის ნაწილში განისაზღვრა 2015, 2016, 2017 საგადასახადო წელი. შემოწმებით დადგინდა, რომ 2016 წელს პარტნიორის მიერ საწარმოს კაპიტალში შეტანილია შენობა-ნაგებობა შენატანის განხორციელების მომენტისათვის პარტნიორთან არსებული საბალანსო ღირებულებით.ამასთან, ქონების წინა მესაკუთრისგან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ქონების ბოლო გადაფასება განხორციელდა 2015 წელს (კაპიტალში შეტანამდე).
შეფასება: მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ ქონების ბოლო გადაფასებიდან ჯამურად არ არის გასული 3 წელი, საგადასახადო ორგანოს მიერ დასაბეგრი ქონების მიმართ საბაზრო ფასის გამოყენების საკითხი არ დგება.
ამ მუხლს მიუთითებს
№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ
ცვლილებების ისტორია 1
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 18 მაისის ბრძანება №195 - ვებგვერდი, 18.05.2018წ.