№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია
მუხლი 93. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვის ან/და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის გაცემა
1. სამორინეს მოწყობის, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის, აზარტული კლუბის მოწყობის, ტოტალიზატორის მოწყობის, ლოტოს მოწყობის, ბინგოს მოწყობის, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზებისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვებს გასცემს შემოსავლების სამსახური.
2. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვების გაცემა დასტურდება №VI-01, №VI-02, №VI-03, №VI-04, №VI-05, №VI-06, №VI-061, №VI-062, №VI-063, №VI-064, №VI-065 დანართების ფორმის შესაბამისი სანებართვო მოწმობის გაცემით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო მოწმობის ნუმერაცია განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების სანებართვო მოწმობა - 19-02/--;
ბ) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის სანებართვო მოწმობა - 19-03/--- ;
გ) სამორინეს მოწყობის სანებართვო მოწმობა - 19-04/--- ;
დ) ტოტალიზატორის მოწყობის სანებართვო მოწმობა - 19-05/--- ;
ე) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოწმობა - 19-06/--- ;
ვ) ლოტოს მოწყობის სანებართვო მოწმობა - 19-07/--- ;
ზ) ბინგოს მოწყობის სანებართვო მოწმობა - 19-08/--- ;
თ) აზარტული კლუბის მოწყობის სანებართვო მოწმობა - 19-09/--- ;
ი) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების სანებართვო მოწმობა - 19-10/--- ;
კ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების სანებართვო მოწმობა - 19-11/--- ;
ლ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების სანებართვო მოწმობა - 19-12/--- .
4. ინფორმაცია გაცემული ნებართვის შესახებ შეიტანება უწყებრივ სანებართვო რეესტრში.
ცვლილებების ისტორია 4
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30 იანვრის ბრძანება №36 – ვებგვერდი, 30.01.2012წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის ბრძანება №267 – ვებგვერდი, 24.07.2012წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №325 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 10 ივნისის ბრძანება №198 - ვებგვერდი, 11.06.2024წ.