სარჩევი
მუხლი 98

№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია

მუხლი 98. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნები

1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშანში იგულისხმება თამაშობის მოწყობისას წამახალისებელი გათამაშების ეტაპის საპრიზო ფონდისათვის, სამორინის მაგიდისთვის, კლუბის მაგიდისთვის, სათამაშო აპარატისთვის, სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სამორინის თამაშობებისთვის, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სათამაშო აპარატების თამაშობებისთვის, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელზე გაცემული სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული ტოტალიზატორის თამაშობებისთვის და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალაროზე ელექტრონულად გაცემული ნიშნები, რომლებიც ადასტურებს მოსაკრებლის გადახდას და თამაშობის ორგანიზატორის უფლებას თამაშობის მოწყობის ადგილებში სამორინის მაგიდების, კლუბის მაგიდების, სათამაშო აპარატების დადგმაზე, წამახალისებელი გათამაშების ეტაპის მოწყობაზე, ასევე სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებაზე ან/და სალაროების მოწყობაზე.

2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშანი უნდა შეიცავდეს:ა) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტების მიხედვით მინიჭებულ ნუმერაციის ველს (დიაპაზონს), რომლის ფარგლებშიც გაიცემა მოსაკრებლის გადახდის ნიშნები;

ბ) მოსაკრებლით დაბეგვრის პერიოდს (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა);

გ) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში - ეტაპის ნომერს.

3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშანში აღინიშნება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტის განმსაზღვრელი შესაბამისი ინდექსი.

ცვლილებების ისტორია 6
  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30 იანვრის ბრძანება №36 – ვებგვერდი, 30.01.2012წ.
  2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის ბრძანება №267 – ვებგვერდი, 24.07.2012წ.
  3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №316 - ვებგვერდი, 08.08.2012წ.
  4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №325 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.
  5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის ბრძანება №267 – ვებგვერდი, 24.07.2012წ.
  6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 10 ივნისის ბრძანება №198 - ვებგვერდი, 11.06.2024წ.