№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია
მუხლი 105¹. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელი პირის რეორგანიზაციისას ნებართვის გადაცემა
1. პირის რეორგანიზაციისას, რომელიც ფლობს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ან/და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვას, აღნიშნული ნებართვა შესაძლებელია გადაეცეს ნებართვის მფლობელი პირის უფლებამონაცვლეს, იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 23-ე და 26-ე პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ან/და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის უფლებამონაცვლე ვალდებულია, უწყებრივ სანებართვო რეესტრში ცვლილების განხორციელების მიზნით, რეორგანიზაციიდან 2 დღის ვადაში შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილება, რითაც დასტურდება უფლებამონაცვლისთვის შესაბამისი ნებართვ(ებ)ის გადაცემა.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ან/და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების სანებართვო მოწმობაში განხორციელდება შესაბამისი ცვლილება.
4. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ან/და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის უფლებამონაცვლე ვალდებულია შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობები.
ცვლილებების ისტორია 2
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 15 ივნისის ბრძანება №236 - ვებგვერდი, 15.06.2018წ.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 10 ივნისის ბრძანება №198 - ვებგვერდი, 11.06.2024წ.