სარჩევი
მუხლი 96

№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია

მუხლი 96. სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემა

1. მატერიალური ფორმის სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური გასცემს დუბლიკატს.

2. ნებართვის მფლობელმა სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

3. გაცემულ დუბლიკატს დაესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი”.

4. ნებართის გამცემს დუბლიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში.

ცვლილებების ისტორია 1
  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30 იანვრის ბრძანება №36 – ვებგვერდი, 30.01.2012წ.