№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ · ინსტრუქცია
მუხლი 97. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი მატერიალური ფორმის სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერა შეიძლება:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმები ჩამოიწერება ჩამოწერის აქტის ( №VI-07 დანართი) მიხედვით.
3. გამოსაყენებლად უვარგისი მატერიალური ფორმის სანებართვო მოწმობის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
ცვლილებების ისტორია 1
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 30 იანვრის ბრძანება №36 – ვებგვერდი, 30.01.2012წ.