სარჩევი
დანართი №III-19³

№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

დანართი №III-19³ · ხელოვნების ნიმუშების , საკოლექციო ნივთების და ანტიკვარიატის სახეები

დანართი №III-193

ხელოვნების ნიმუშების , საკოლექციო ნივთების და ანტიკვარიატის სახეები

ხელოვნების ნიმუშების, საკოლექციო ნივთების ან ანტიკვარიატის სახეები განსაზღვრულია „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ 97-ე ჯგუფით. კერძოდ:

1. ხელოვნების ნიმუშებია:

სეს ესნ-ის 9701 სასაქონლო პოზიციაში მითითებული სურათები, ნახატები და პასტელები, მთლიანად ხელით შესრულებული, 4906 სასაქონლო პოზიციაში მითითებული ნახატებისა და სხვა ხელით დახატული ან დეკორირებული მზა ნაწარმის გარდა; კოლაჟები და ანალოგიური დეკორატიული გამოსახულებები:

სეს ესნ-ის 9702 10 000 00 და 9702 90 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში მითითებული გრავიურების, ესტამპების და ლითოგრაფიების დედნები;

სეს ესნ-ის 9703 10 000 00 და 9703 90 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში მითითებული ქანდაკებების და სტატუეტების დედნები ნებისმიერი მასალისაგან;

სეს ესნ-ის 9704 00 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში მითითებული საფოსტო მარკები ან სახელმწიფო ბაჟის მარკები, განაღდებული საფოსტო ანაზღაურების ნიშნები, მათ შორის პირველი დღის განაღდების, საფოსტო საკანცელარიო საკუთნოები (გერბიანი ქაღალდი) და ანალოგიური საგნები, გამოყენებული, ან გამოუყენებელი, გარდა 4907 სასაქონლო პოზიციის საქონლისა.

2. საკოლექციო ნივთებია სეს ესნ-ის 9705 10 000 00, 9705 21 000 00, 9705 22 000 00, 9705 29 000 00, 9705 31 000 00 და 9705 39 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში მითითებული კოლექციები და საკოლექციო ნივთები ზოოლოგიაში, ბოტანიკაში, მინერალოგიაში, ანატომიაში, ისტორიაში, არქეოლოგიაში, პალეონტოლოგიაში, ეთნოგრაფიაში ან ნუმიზმატიკაში.

შენიშვნა: საკოლექციოდ განიხილება ნივთი, რომელიც:

ა) ისტორიული და ეთნოგრაფიული ხასიათის მქონეა;

ბ) შედარებით იშვიათია;

გ) თავისი პირველადი გამოყენებისთვის, როგორც წესი, გამოუსადეგარია;

დ) თავისუფალი ვაჭრობის მიღმა წარმოადგენს სპეციალური გარიგების საგანს;

ე) როგორც წესი, გააჩნია მაღალი ღირებულება.

3. ანტიკვარიატია 9706 10 000 00 და 9706 90 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში მითითებული 100 წელზე მეტი ხნის წინათ შექმნილი და კულტუროლოგიური თვალსაზრისით ღირებული ნივთები.

ამ მუხლს მიუთითებს

№996 · გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

№996, მუხლი 66⁴

ცვლილებების ისტორია 2
  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №326 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.
  2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 29.01.2024წ.