სარჩევი
მუხლი 1

№999 · სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ · ინსტრუქცია

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის XII თავის შესაბამისად და განსაზღვრავს სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების მიხედვით საშემოსავლო/მოგების გადასახადის ადმინისტრირების წესს.

2. სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები ვრცელდება:

ა) მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე;

ბ) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებზე;

გ) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირებზე.

3. (ამოღებულია - 21.02.2012, №54).

4. თუ სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების მიხედვით საქართველოს საგადასახადო კოდექსში ან/და ამ ინსტრუქციაში არ არის გადასახადების ადმინისტრირების სპეციალური ნორმა, გამოიყენება დაბეგვრის საერთო წესები.

5. მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისაგან შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი, საქონლის/მომსახურების შემძენი პირის ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ სტატუსის მქონე პირის მიერ საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები იბეგრება საერთო წესით.

ცვლილებების ისტორია 2
  1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის ბრძანება №54 - ვებგვერდი, 21.02.2012წ.
  2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 ივნისის ბრძანება №197 - ვებგვერდი, 02.07.2014წ.