მუხლი 12. ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება
სხვაობა · შეცვლილია
წაშლილია — გადახაზული ტექსტი · დამატებულია — ხაზგასმული ტექსტი
ბრჭყალებისა და ჰარების ცვლილება არ ინიშნება; დეფისისა და ტირეს ფორმებიც გათანაბრებულია.
სიტყვების შედარება წყაროს ორ რედაქციას შორის; შენიშვნების სიის ცვლილება ცალკე ნორმატიულ ცვლილებად არ ითვლება.
… 5 უცვლელი პუნქტი — გაშლა
1. ფიზიკური პირი:
ა) თუ იგი წარმოადგენს მეწარმე ფიზიკურ პირს, მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებისათვის განცხადებით (ამ ინსტრუქციის დანართი №1) მიმართავს საგადასახადო ორგანოს;
ბ) თუ იგი ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ საქმიანობას, საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით და მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებისათვის განცხადებით (ამ ინსტრუქციის დანართი №1) მიმართავს საგადასახადო ორგანოს;
გ) სხვა შემთხვევაში, გარდა ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული შემთხვევებისა, ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში ინდივიდუალურ მეწარმედ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში და აღნიშნული რეგისტრაციის შემდეგ მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებისათვის განცხადებით (ამ ინსტრუქციის დანართი №1) მიმართავს საგადასახადო ორგანოს.
2. ფიზიკურ პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს მიკრო ბიზნესის სტატუსი და სურს მიენიჭოს მცირე ბიზნესის სტატუსი, მიკრო ბიზნესის სტატუსის გაუქმებისა და მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებისათვის საგადასახადო ორგანოს მიმართავს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
3. საგადასახადო ორგანო განიხილავს განცხადებას (ამ ინსტრუქციის დანართი №1) სტატუსის მინიჭების თაობაზე და განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, განცხადების მიღებიდან გონივრულ ვადაში გასცემს მცირე ბიზნესის სერტიფიკატს (ამ ინსტრუქციის დანართი №3).
4. მცირე ბიზნესის სტატუსი პირს ენიჭება საგადასახადო ორგანოსთვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებით მიმართვისწაშლილია: თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდანდამატებულია: დღიდან და პირი სტატუსის მქონედ ითვლება აღნიშნული თარიღიდანდამატებულია: , გარდა ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
მაგალითი 1:
წაშლილია: პირობა:დამატებულია: პირობა:
ფიზიკური პირი, რომელიც რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, ახორციელებს სურსათით საცალო ვაჭრობას. აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში მის მიერწაშლილია: 2018დამატებულია: 2023 დაწაშლილია: 2019დამატებულია: 2024 წლების განმავლობაში მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა თითოეული წლის მიხედვით შეადგინა 600 000 ლარი.
პირმა მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით საგადასახადო ორგანოს მიმართა განცხადებითწაშლილია: 2020დამატებულია: 2025 წლის 10წაშლილია: მარტსდამატებულია: იანვარს.
წაშლილია: ანალიზი:დამატებულია: ანალიზი:
მიუხედავად იმისა, რომ გიორგის მიერწაშლილია: 2018დამატებულია: 2023 დაწაშლილია: 2019დამატებულია: 2024 წლების განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავალი თითოეული წლის მიხედვით აღემატება 500 000 ლარს, აღნიშნული არ არის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებისათვისწაშლილია: შემზღუდავიდამატებულია: შემზღუდველი პირობა. ამასთან, ვაჭრობა არ წარმოადგენს საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით მცირე ბიზნესისთვის აკრძალულ საქმიანობას. გიორგი აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილ მცირე ბიზნესის სტატუსის მოთხოვნებს. შესაბამისად, მას უფლება აქვს, მიმართოს საგადასახადო ორგანოს და მიიღოს მცირე ბიზნესის სტატუსი.
წაშლილია: შედეგი:დამატებულია: შედეგი:
საგადასახადო ორგანო გიორგის ანიჭებს მცირე ბიზნესის სტატუსს და გადასცემს სტატუსის დამადასტურებელ სერტიფიკატს. გიორგი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონედ ჩაითვლებაწაშლილია: 2020დამატებულია: 2025 წლისწაშლილია: 1 აპრილიდანდამატებულია: 10 იანვრიდან. მის მიერწაშლილია: 1 აპრილიდანდამატებულია: 10 იანვრიდან მიღებული შემოსავალი ექვემდებარება დაბეგვრას სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით.
5. მცირე ბიზნესის სერტიფიკატი გაიცემა უვადოდ და ძალაშია თუ ფიზიკურ პირს არ გაუუქმდა მცირე ბიზნესის სტატუსი.
6. მეწარმე ფიზიკურ პირს, რომელსაც გაუუქმდა მცირე ბიზნესის სტატუსი, უფლება აქვს სტატუსის ხელახალი მინიჭების მოთხოვნით მიმართოს საგადასახადო ორგანოსდამატებულია: სტატუსის გაუქმების წლის მომდევნო საგადასახადო წლიდან და კვლავ მიიღოს სტატუსი.
7. მცირე ბიზნესის სტატუსის ხელახალი მინიჭების შემთხვევაში ფიზიკურ პირზე გაიცემა სერტიფიკატი ახალი სარეგისტრაციო ნომრით (ამ ინსტრუქციის დანართი №3).
… 1 უცვლელი პუნქტი — გაშლა
8. მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების თაობაზე მეწარმე ფიზიკური პირის შესახებ ინფორმაცია შეიტანება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში.