№4905-IIს · საქართველოს საბაჟო კოდექსი
მუხლი 104. საქონლის სახელმწიფოსთვის ან/და მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა
1. პროცედურის მფლობელმა ან საქონლის მფლობელმა უცხოური საქონელი და მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონელი საბაჟო ორგანოსთან წინასწარი შეთანხმებით შეიძლება საკუთრებაში გადასცეს სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტს.
2. საქონლის სახელმწიფოსთვის ან/და მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.