სარჩევი
მუხლი 105

№4905-IIს · საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 105. მოქმედების სფერო და მიზანი

1. უცხოური საქონელი, რომელიც განკუთვნილია საქართველოში რეალიზაციისთვის, მოხმარებისთვის ან გამოყენებისთვის, უნდა მოექცეს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება იწვევს:

ა) იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულების წარმოშობას;

ბ) მის მიმართ ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებებისა და აკრძალვებისა და შეზღუდვების გამოყენებას, თუ ისინი მანამდე გამოყენებული არ ყოფილა;

გ) მის შემოტანასთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნების შესრულებას.

3. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას საქონელს ენიჭება საქართველოს საქონლის სტატუსი.

ცვლილებების ისტორია 1
  1. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.