სარჩევი
მუხლი 136

№4905-IIს · საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 136. თავისუფალი ზონის საქმიანობის შეწყვეტა

თავისუფალი ზონის საქმიანობა წყდება:

ა) ამ საქმიანობის ვადის გასვლისთანავე;

ბ) თავისუფალი ზონის მფლობელის განცხადების საფუძველზე;

გ) საქართველოს მთავრობის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ თავისუფალი ზონა აღარ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან ეს მოთხოვნები არ სრულდება.