სარჩევი
მუხლი 134

№4905-IIს · საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 134. თავისუფალი ზონიდან საქონლის გატანის პირობები და თავისუფალი ზონიდან გატანილი საქონლის საბაჟო სტატუსი

1. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თავისუფალი ზონიდან გასატანი საქონელი შეიძლება:

ა) გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტის პროცედურით ან განხორციელდეს მისი რეექსპორტი;

ბ) გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის სხვა ადგილზე.

2. თავისუფალი ზონიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიის სხვა ადგილზე გატანილ საქონელზე ვრცელდება ამ კოდექსის 70-ე−78-ე მუხლები.