№4905-IIს · საქართველოს საბაჟო კოდექსი
მუხლი 78. საქონლის დროებით შენახვის დასრულება
1. დროებით შენახული უცხოური საქონლის მიმართ საბაჟო პროცედურის განსაზღვრისთვის ან რეექსპორტის გამოყენებისთვის აუცილებელი საბაჟო ფორმალობა 30 დღეში უნდა განხორციელდეს.
2. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა შეამციროს ან 60 დღით გაზარდოს.
3. საბაჟო საწყობში საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ვადა 180 დღეა.
4. საქონელი, რომლის მიმართაც უკვე განსაზღვრულია საბაჟო პროცედურა, გარდა ექსპორტის პროცედურისა, შესაბამისი პირის მოთხოვნით საბაჟო საწყობში შეიძლება შენახულ იქნეს დროებით, არაუმეტეს 180 დღისა, ხოლო ექსპორტის პროცედურის შემთხვევაში − არაუმეტეს 120 დღისა.
5. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია გაზარდოს ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დადგენილი ვადები არაუმეტეს 180 დღით.
ამ მუხლს მიუთითებს
№4905-IIს · საქართველოს საბაჟო კოდექსი
საბაჟო კოდექსი, მუხლი 70საბაჟო კოდექსი, მუხლი 75საბაჟო კოდექსი, მუხლი 103საბაჟო კოდექსი, მუხლი 134საბაჟო კოდექსი, მუხლი 159