№4905-IIს · საქართველოს საბაჟო კოდექსი
მუხლი 79. საბაჟო პროცედურის არჩევა
თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დეკლარანტს შეუძლია აირჩიოს ნებისმიერი საბაჟო პროცედურა, რომელშიც მოაქცევს საქონელს ამ საბაჟო პროცედურის პირობების გათვალისწინებით, მიუხედავად აღნიშნული საქონლის მახასიათებლებისა, რაოდენობისა, წარმოშობის ქვეყნისა, დანიშნულებისა და სასაქონლო პარტიისა.