№4905-IIს · საქართველოს საბაჟო კოდექსი
მუხლი 171. საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა
1. საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა –
იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს არ დაეკისრება, როდესაც იმავე ქმედებისთვის ამ კოდექსის შესაბამისად დადგენილია სხვა პასუხისმგებლობა.