სარჩევი
მუხლი 174

№4905-IIს · საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 174. სატრანსპორტო საშუალების შემოსვლის/ჩამოფრენის ან გასვლის/გაფრენის შესახებ საბაჟო ორგანოსთვის შეუტყობინებლობა

1. ნავსადგურის, რკინიგზის სადგურის ან აეროპორტის მიერ იმ სატრანსპორტო საშუალების შემოსვლის/ჩამოფრენის ან გასვლის/გაფრენის შესახებ საბაჟო ორგანოსთვის შეუტყობინებლობა, რომელიც კვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს, –

იწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.