№4905-IIს · საქართველოს საბაჟო კოდექსი
მუხლი 50. გადახდილი იმპორტის გადასახადის გამოქვითვა
დროებით შემოტანის პროცედურაში იმპორტის გადასახადისგან ნაწილობრივი გათავისუფლებით მოქცეულ საქონელზე ამ კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საბაჟო ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში საბაჟო ვალდებულების შესაბამისი იმპორტის გადასახადის ოდენობას უნდა გამოაკლდეს მისგან ნაწილობრივი გათავისუფლების ფარგლებში გადახდილი იმპორტის გადასახადის ოდენობა.